ე.წ კორტების სპეცოპერაცია

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. შვიდი სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა 24 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად ბრალი წარედგინა 12 პირს, საიდანაც 11 დააკავეს. თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელმძღვანელი პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, რიგითი სპეცრაზმელების კი - ერთ წარმოებად. 

"დღეს დასრულდა წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე. მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია ჩვენი მტკიცებულებები და საქმე გადავიდა არსებით განხილვაზე. ბრალდებულები საკუთარ პოზიციებს სწორედ არსებითი განხილვის დროს დაკითხვისას დააფიქსირებენ", - განაცხადა პროკურორმა ამირან გულიაშვილმა. 

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. დღესვე, შვიდივე ბრალდებულმა უარი თქვა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე. 

კომენტარები