ე.წ კორტების სპეცოპერაცია

სააპელაციომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმობაში დატოვა. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და ყოფილი პოლიციელი გიორგი ცააძე მეორე ინსტანციის სასამართლომაც გაამტყუნა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფარცხალაძეს და გიორგი ცააძეს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ბრალდებათ.

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, რიგითი სპეცრაზმელებიც დააკავეს. მათი საქმე ცალკე წარმოებად 2015 წლის 11 ივნისს გამოიყო. იმავე წლის 8 ივლისს, სამმა სპეცრაზმელმა პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, "მამხილებელი ჩვენებები მისცეს", ხოლო 17 აგვისტოს, რიგითი სპეცრაზმელები პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამასთან, 2017 წლის იანვარში, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი პოლიციელი გიორგი ცააძე გათავისუფლებულ სპეცრაზმელებს "შეთანხმებული ჩვენების" მიცემაში ადანაშაულებდნენ. ირაკლი ფირცხალავას ცოლი რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებდა, რომ რიგითი სპეცრაზმელები გათავისუფლებამ ერთ საკანში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც, "იდენტური, დასწავლილი ჩვენებები მისცეს". მისი თქმით, თავდაპირველად, სპეცრაზმელები განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდნენ.

კომენტარები