უკანონო შემოტანა

ბრილიანტის ფარული შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პავლიკ სევოიანი დააკავეს.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოს" გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

 

კომენტარები