დანაშაულის სტატისტიკა

შსს: ივნისის თვეში, წინა წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობა 117%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის ივნისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაული 116.98%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებამ 2014 წლის ივნისში ოჯახური ძალადობის 53 შემთხვევა დაარეგისტრირა, 2015 წლის ივნისში კი - 115. 

ამასთან, 122.22%-ით (+11 შემთხვევა) არის გაზრდილი დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. 2015 წლის ივნისში აღნიშნული დანაშაულის 20 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები