ნარკოდანაშაული

შსს: სამართალდამცველებმა ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1986 წელს დაბადებული ილხამ გ. ფონიჭალაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. ნარკოლოგიური შემოწმებით ზაურ მ-ს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით).

კომენტარები