სტიქია თბილისში

სტიქიით დაზარალებულები სახელმწიფოსგან დახმარების დროულად მიღებას ითხოვენ

ტაბულა

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებმა თამარაშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს. სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან დახმარებების დროულად მიღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, არ არსებობს კომუნიკაცია დაზარალებულებს, ვაკის გამგეობასა და მერიას შორის.

ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე ქალაქის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის პრობლემას კატეგორიულად გამორიცხავს. ქონების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულ ცხრამეტივე ოჯახს კომპენსაციის შესახებ შეთავაზებები მიღებული აქვთ.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. თუმცა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მონაწილეები მომავალი კვირიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

კომენტარები