თბილისის მერია

დავით ნარმანიამ თბილისის ვიცემერის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ვიცემერის პოსტზე ვაკის უკვე ყოფილი გამგებელი ლაშა აბაშიძე წარადგინა. ლაშა აბაშიძე ვაკის გამგებლის პოსტს 2015 წლის 12 მარტიდან იკავებდა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ლაშა აბაშიძის კანდიდატურაზე თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ამასთან, ვაკის ახალი გამგებლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილი ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. 

კომენტარები