რთველი

რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან დაიწყება

sazogadoeba.ge

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ კი მას უპასუხა, რომ რთველი, სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან დაიწყება.

"რამდენიმე ქარხანამ რთველი პრინციპში დაიწყო და დღედღეზე ველოდებით, რომ დაიწყება მთელ რეგიონში. შტაბი შექმნილია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია, თვალყური ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები", - თქვა დანელიამ.

კომენტარები