ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. 1982 წელს დაბადებული მინდია წ. 8 სექტემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით აიყვანეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,0212 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ე.წ. „ბიოს“, ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი ქობულეთშიც დააკავეს. 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ რომან კ-ს ჩხრეკისას, 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.გამო ძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბათუმში კი, 1986 წელს დაბადებული, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფი ბადრი ი, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, 1,8372 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 შეკვრად დაფასოებული 4,022 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. 

კომენტარები