მიგრანტების კრიზისი

გერმანიამ მიგრანტების კრიზისის გამო ავსტრიის საზღვარზე კონტროლი შემოიღო

მიუნხენი

გერმანია ავსტრიის საზღვარზე დროებით კონტროლს აღადგენს, რადგან ის ვერ უმკლავდება სირიიდან და ერაყიდან მიგრანტების შედინებას - ეს განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს, 13 სექტემბერს გააკეთა.

ტომას დე მეზერის თქმით, დევნილებს არ აქვთ უფლება აირჩიონ რომელი ქვეყანა მიიღებთ მათ. მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გააკეთონ უფრო მეტი მიგრანტების კრიზისის დასაძლევად.

გერმანიის ვიცეკანცლერის განცხადებით, ქვეყანა „მისი შესაძლებლობების ზღვარზეა", რადგან მიუნხენში მხოლოდ შაბათს 13 000 მიგრანტი ჩავიდა. ფედერაციული რესპუბლიკა წლის განმავლობაში 800 000 მიგრანტის ჩასვლას ელოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება შენგენის ზონის პრინციპის დროებით შეჩერებას ნიშნავს.

კომენტარები