პრემიები

ხიდაშელი პოლიტიკური თანამდებობის პირების პრემიების წინააღმდეგია

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან პრემიების აღების წინააღმდეგია. შესაბამისი განცხადება ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე 800-მდე საჯარო მოხელეს პრემიების მიღების უფლება უნდა შეეზღუდოს. 

"ჩემი კანონპროექტი იყო პირველი კანონპოექტი ამ თემაზე რეგისტრირებული პარლამენტში. სამწუხაროდ, მე ვეღარ მოვასწარი ამის ბოლომდე მიყვანა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რამე საიდუმლოს არ გავამხელ ჩემ პოზიციასთან მიმართებაში - ყველამ იცის, რომ მე წინააღმდეგი ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან პრემიების აღების" - განაცხადა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის კიდევ ერთი წევრი და რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი პრემიების მომხრეა

კომენტარები