რუსეთი სირიაში

იაკობაშვილი: სირია, როგორიც იყო 3 წლის წინ, უკვე აღარ იარსებებს

ჩვენ ფაქტიურად მივედით ზღვარზე, როცა 3 შედეგი ექნება ამ კონფლიქტს:

1. სირია, როგორიც ჩვენ ვიცოდით, ისეთი სახელმწიფო დამთავრებულია. რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა, როგორც არ უნდა გააძლიეროს ასადის არმია, სირია იმ ფორმით, როგორიც იყო, დავუუშვათ 3 წლის წინ, უკვე აღარ იარსებებს.

2. შორეული პერსპექტივა არის დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა. ეს უკვე ტექნიკური და დროის საკითხია, ქურთებსა და თურქებს შორის გარიგების საკითხია, თორემ დანარჩენი მსოფლიო ამას უკვე შეგუებულია, რომ დამოუკიდებელი ქურთისტანი იქმნება. ყველაზე მეტად ვინც ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს, ესენი არიან ქურთები და ებრძვიან, ხშირ შემთხვევაში, წარმატებითაც.

3. რუსეთი იმავეს აკეთებს, რაც გააკეთა ჩეჩნეთში, როდესაც ფიზიკურად გაანადგურა ყველა სეპარატისტი, მასხადოვი, თუ მასთან დაახლოებული პირები და დატოვა ორი გამოსავალი -  ან უნდა ყოფილიყო რადიკალური ისლამი ან უნდა ყოფილიყო რუსეთს ამოფარებული და მისი ფულით მოსული ხელისუფლება, როგორიც არის კადიროვი. იმივეს ცდილობს სირიაში. არჩევანი დატოვოს რადიკალურ ისლამსა და ასადს შორის.

 

განმარტა თემურ იაკობაშვილმა ტაბულას ეთერში

კომენტარები