რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: თამაზ ურთმელიძემ ყველანაირად უნდა გაუძლოს ამ თავდასხმებს

ის ქმედებები, რასაც რუსთავი 2 და ბატონი გვარამია ახორციელებენ, არის მიზანმიმართული ქმედება მოსამართლოს დისკრედიტაციის მიზნით. რომელი მოსამართლეც არ უნდა ყოფილიყო ამ საქმის განმხილველი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მისამართით რუსთავი 2 და ნიკა გვარამია მოიქცეოდა ამგვარად. ვფიქრობ, რომ მოსამართლემ ყველანაირად უნდა გაუძლოს ასეთი ტიპის თავდასხმებს. თუ ვერ გაუძლებს ასეთი ტიპის თავდასხმას, მაშინ ეს საქმე კი არ უნდა აიცილოს, არამედ, საერთოდ უნდა ჩამოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაუძლოს ასეთი ტიპის შემოტევებს და მანიპულირებებს თუნდაც ოჯახის წევრებთან - დედასთან და მეუღლესთან დაკავშირებით.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე for.ge-სთან ინტერვიუში.

კომენტარები