სასამართლო სისტემა

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: იუსტიციის საბჭოც და გვენეტაძეც უნდა წავიდნენ

ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას ვერც ამ უზენაესი სასამართლოს და ვერც ამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში. ცალსახად ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა წავიდეს იუსტიციის საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, იმიტომ, რომ ვერც ერთმა ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თუ ნამდვილად ვერ დავინახავ იმ მიმართულებებს სასამართლო სისტემაში და სწორ განვითარებას, აქ მე არც ხელფასისთვის და არც სკამისთვის არ ვარ და ნამდვილად არ მინდა, რომ არასწორი და მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე. მაგრამ არც ისე ჩათვალოს ვინმემ, რომ მარტივად, რადგან რაღაც არ ხდება, დავთმობ და სახლში წავალ, ასე ნამდვილად არ ვიზამ, ბოლომდე ვიბრძოლებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა.

კომენტარები