პირადი კადრები

მეჭიაური: არასამთავრობოები სამ-ოთხ ჰომოსექსუალს ქალაქიდან ქალაქში დაატარებენ

საპარლამენტო კომისია რომ შეიქმნას დროებითი, ამ კომისიაში უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს დღევანდელი ოპოზიცია ანუ ეს გირჩები, ციყვები, ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, როცა ეს ჩანაწერები კეთდებოდა და თვითონ იყვნენ ამისი შემკვეთები, თქვენი ხელმძღვანელიდან დაწყებული [მიმართავს რუსთავი 2-ს], რეჟისურაც, გადაღებაც, ტირაჟირებაც ხდებოდა მათ მიერ. ესე იგი, უნდა მივაბაროთ ეხლა მგლებს თუ მგლებზე უფრო უარეს მტაცებლებს აი, ამ ცხვრების ბედის გამოძიება. ეს უნდათ მაგათ. პლუს, დაემატებიან მაგათ ეს არასამთავრობოები, გრანტიჭამიები - რომ დადიან, სამ-ოთხ პლაკატს რომ დაატარებენ და სამ-ოთხ ჰომოსექსუალს ქალაქიდან ქალაქში.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფარული კადრების გავრცელების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

კომენტარები