NATO-საქართველო

კელი: აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მტკიცეა

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ მტკიცეა. ეს მხარდაჭერა გამოიხატება ჩვენს დახმარებაში, წვრთნის ჩატარებასა და უსაფრთხოების კუთხით, რომ საქართველო მზად იყოს, შეუერთდეს ალიანსს და NATO იყოს მომზადებული მის მისაღებად. NATO-მ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი ალიანსში შესასვლელად. ველით, რომ ვარშავის სამიტზე NATO კვლავ აიღებს ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს და ხელახლა დაადასტურებს მის ევროატლანტიკურ გზასაც.

აშშ-ის ელჩი იან კელი. რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები