ეკონომიკური ზრდა

ქუმსიშვილი: ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც ყველა ოჯახზე აისახება

სამი თვის მონაცემებით, ჩვენ 2%-ზე მეტი გვაქვს ზრდა. როგორც მოგახსენეთ, მარტის მონაცემები ჩვენ გვაქვს 3.4%, რაც კარგი მაჩვენებელია. აპრილში ძალიან კარგი ზრდა გვექნება ასევე და შემდეგ თვეებში მოლოდინი უკვე ძალიან კარგი გვაქვს. გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, ახლა უკვე მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო შემოტრიალდა, ჩვენ ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც ყველა ჩვენგანის ოჯახზე აისახება.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში.

კომენტარები