ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კილაძე: ივანიშვილი ადამიანებს ყიდულობს, ვაშაძე გირჩის შემდეგ მორიგი პროექტია

ადამიანები იყიდებიან, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანებს ყიდულობს. გიორგი ვაშაძე გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტი გირჩის შემდეგ. ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე, დისშვილის ქმარი. ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენია და წინასაარჩევნოდ მას უნდა ჩაბარდეს საარჩევნო ობშიაკი, სადაც ბიზნესმენები შეიტანენ გარკვეულ თანხას. ერთი მხრივ, ვანო ჩხარტიშვილი, რასაკვირველია, დაინტერესებული იყო იმით, რომ მისი გავლენები ივანიშვილის კარზე ყოფილიყო კიდევ უფრო მყარი და ამას მან ნამდვილად მიაღწია გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლით და მეორე, ადამიანი ვინც ჩართული იყო ასევე, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, ეს გახლავთ უჩა მამაცაშვილი. ისიც წარმოშობით არის საჩხერიდან და გიორგი ვაშაძის ნათესაობა საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან ამ რაიონში და უჩა მამაცაშვილი იყო გარანტორი და მომლაპარაკებელი, ისევე როგორც ეს მოხდა გირჩის შემთხვევაში

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე გიორგი ვაშაძის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე

კომენტარები