ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მოგენატრებით, თუ არჩევნებში დაფიქსირდა განსხვავებული შედეგი

არჩევნებით, მხოლოდ არჩევნებით. არჩევნებზე, ვთქვათ, ჩემი ანალიზით, ჩემს ანალიზზე დაფუძნებული აქცენტებით, ის სიტყვები, რაც დავხარჯე კვირიკაშვილზე და მთავრობაზე და კვირიკაშვილზე კიდევ შემიძლია და საათობით ვისაუბრო, საოცარი პიროვნებაა. ხალხი უნდა ოცნებობდეს, რომ ესეთი კაცი ჰყავდეს სამსახურში და მხოლოდ ერთი პირობით არის პრემიერმინისტრი დღეს და გუნდის მეთაური, რომ როგორმე საკუთარ ხალხს მოემსახუროს და არანაირი პირადული მასაც, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი და კიდევ ხაზს გავუსვამ, ჩემდენი არ აქვს, აბსოლუტურად ჰყოფნის ეს კაცი იმას, რაც აქვს და ბედნიერია. და აბსოლუტურად მსუბუქად დატოვებს ხელისუფლებას და მარტივად, თუ ამის ოდნავი მაინც გაჩნდება საჭიროება. ესეთი ხელისუფლება რომ გვყავს, ესეთი გუნდი რომ მოვიდა, ამას უნდა შეფასება. თუ ამას საზოგადოება ვერ გაიგებს და ჩემს არგუმენტირებულს, ისე არა, დახასიათებას არ მიიღებს, იქნება ეს ჩემთვის საზომი. როგორც კი, ვხედავ, რომ მიუხედავად ჩემი პოზიციისა, მიუხედავად ჩემი ანალიზისა, ეს საზოგადოებამ არ გაიზიარა და არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, აი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით. ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში, რა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტაბულას კითხვაზე - თქვენ თქვით, რომ ნდობის შემცირება იგრძენით. მაშინ რატომ იმეორებთ, რომ ეს ჭარბი ნდობა გაქვთ და რის საფუძველზე იგრძნობთ, რომ ეს ჭარბი ნდობა არ გექნებათ?

კომენტარები