ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: განახლება ახალბედა ადამიანების მთავარ როლებზე წამოწევას არ ნიშნავს

ტერმინი ახალი სახეები არც მე და არც ჩვენს ლიდერებს არასოდეს არ გვიხმარია, განახლება არ ნიშნავს იმას, რომ მსხვილი პოლიტიკური პარტიის, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ახალბედა ადამიანები იყვნენ უცებ წინ წამოწეული მთავარ როლებზე. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლო და არასერიოზული იქნებოდა და ამას ამომრჩეველი უყურადღებოდ არც დატოვებდა. აქ მთავარი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ადრეც და ახლაც რჩება ადგილად, სადაც ყველაზე უფრო კომპეტენტური ხალხი ანუ ამ ქვეყნის პოლიტიკური ინტელექტი იყრის თავს. სულ ყველა არა, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვგულისხმობ, ინტელექტის მქონე ხალხი სხვა პოლიტიკურ ძალებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ მიზიდულობის ცენტრი იყო და ახლაც რჩება ნაციონალური მოძრაობა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები