ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

კვირიკაშვილი: ქართულ ოცნებას არჩევნების მოსაგებად ყველა რესურსი აქვს

წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის. პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო წელს პირველად იღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე და მოიგოს ეს არჩევნები.
ჩვენ, ყველამ ერთად, ამომრჩევლებს და ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, რომ ქართული ოცნება ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების მატარებელია პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

პრემიერი კვირიკაშვილი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე

კომენტარები