საქართველოს მთავრობა

ხიდაშელი: ცუდი ტენდენციაა, რომ ჯერ ალასანია და მერე მე ჩაგვანაცვლა უშიშროებამ

ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერმინისტრი მთავარ შეცდომას უშვებს. თავდაცვის სამინისტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. არ შეიძლება, რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს მაგალითად, სამხედრო... ეს არის სამოქალაქო უწყება და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის - ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია, სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი, ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი. ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი, ეს რა მიზანს ემსახურება, ეს მათ უნდა კითხოთ, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი. 

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნაზე.

კომენტარები