კალაძე: ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა მისცა

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. ჩვენ რეალური შედეგებით დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შეცვალა ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული დამღუპველი რეალობა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს. ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა. ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხისმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო. ჩვენ პოლიტიკური ძალა ვართ ადამიანური სახით.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე სამცხე-ჯავახეთში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები