ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

გვილავა ცენტრისტებზე: საკონსტიტუციო სარჩელს მოვამზადებთ და პარტიებს შევთავაზებთ

კანონში არის პრობლემა, იმიტომ რომ ამგვარი პარტიების რეკლამა და მათი იდეოლოგიის გავრცელება უნდა იყოს შეზღუდული და ეს პირდაპირ უნდა იკრძალებოდეს, რაც არ არის აკრძალული ჩვენი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია, მან უნდა გადაუნაწილოს პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი დრო, როგორც კვალიფიციურს, ისე არაკვალიფიციურს. ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გავამზადოთ სარჩელი, თუმცა არის ერთი შეზღუდვა - ჩვენ ვერ ვიქნებით მოსარჩელეები. ამიტომ, მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, დეპუტატებს და პრეზიდენტს, ვისაც აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, შემოუერთდეს ამ ინიციატივას და თვითონ შეიტანოს სარჩელი. ვინაიდან ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და შესაძლოა, დეპუტატებს არ ჰქონდეთ დრო იმისთვის, რომ იმუშაონ სარჩელზე, ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ამ სარჩელის მომზადებას და შემდეგ ავტომატურად გაკეთდება შეთავაზება.

TI-ის წარმოამდგენელი "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" და მათი საარჩევნო რეკლამის შესახებ საუბრობს, რომელიც პრორუსულ განწყობებს აღვივებს. აღსანიშნავია, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საკონსტიტუციოს საპარლამენტო უმრავლესობაც მიმართავს.

კომენტარები