2016 წლის არჩევნები

ჩიხრაძე: მომავალი პარლამენტი უდავოდ იქნება მრავალპარტიული

დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს აღარ უნდა შავ-თეთრი არჩევანი, რომ ამომრჩეველი განწყობილია მრავალფეროვანი არჩევანისთვის, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი არჩევანი, შეზღუდული არჩევანი. შესაძლოა, ეს ხელს აძლევდეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ამომრჩევლის ინტერესში. სწორედ  ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა ეს, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტის სახელით პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან. ამომრჩეველი ელოდება მათ რეალურ შეთავაზებებს, მათგან რეალურ გზავნილებს, პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ გადასახედიდან, იმედიანად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი უდავოდ იქნება მრავალპარტიული, იქნება მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას

საქართველოს პრეზიდენტი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

კომენტარები