არჩევნები 2016

ჭკუასელი: კანდიდატურა პოლიტსაბჭოს თხოვნით მოვხსენი, მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს

როდესაც დამასახელეს მაჟორიტარ კანდიდატად ამ ოლქში, მაშინაც იყო საუბარი ნინო წილოსანზე. მე უნდა ვყოფილიყავი სიაში, ხოლო ეს ქალბატონი უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი კანდიდატი, თუმცა, რაღაც საკითხები იყო გაურკვეველი ამ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მოესწრო, გაირკვა და ყველაფერი დალაგდა. ეს საკითხები შეეხება რამდენიმე ადამიანს და მათი ნებართვის გარეშე საუბარი მე არ შემიძლია. ეს საკითხები ეხებოდა, იყო თუ არა ეს ადამიანი სუფთა და არავის კომპრომატი არ მოეძებნა მის ბიოგრაფიაში. ეს ყველაფერი დადგინდა, დალაგდა, მთხოვეს და ამ ქალბატონმა ჩამანაცვლა. არაფერი საგანგაშო არ ხდება. გუშინ ვისაუბრეთ პოლიტსაბჭოზე, დავეთანხმე და ახლა მივდივარ გურიაში, რომ ამ ქალბატონს დავუჭიროთ მხარი. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს, პრობლემა არ არის.

ქართული ოცნების წევრმა თემურ ჭკუასელმა ინტერპრესნიუსს დაუდასტურა, რომ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები