სახელმწიფო ხალხისთვის

ლაგაზიძე: დრომ აჩვენა, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ მოერგო პოლიტიკას

ის, რომ პაატა ბურჭულაძე არ იყო პოლიტიკოსი, ვიცოდით, მაგრამ ის, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ მოერგო პოლიტიკას, ეს დრომ აჩვენა. სამწუხაროდ, ბურჭულაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანების გავლენის ქვეშ იყო, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ 51%-ით ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, რომ ის უკვე იყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი და, შესაბამისად, მას არ სჭირდებოდა არანაირი დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმატებული.

სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე For.ge-სთან ინტერვიუში.

კომენტარები