საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: მთავარი პრობლემა შორენა თეთრუაშვილის ჩრდილოვანი მმართველობაა

მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონის [შორენა თეთრუაშვილის] ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა ანუ უწესრიგო მდგომარეობა. მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. როდესაც აღსდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლება-მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს არსებული წვრილმანი პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით. მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა ამ ყველა პრობლემის თავია. ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა აუცილებლად არის შესაცვლელი.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.

კომენტარები