ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა ძალიან საზეიმო ვითარებაში

მიუხედავად ყველაფრისა, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა ძალიან საზეიმო ვითარებაში. არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა ამ ყრილობას, ბუნებრივია, არ აქვს. ეს ერთი ცალკე აღებული მცირე ჯგუფის სურვილია, წარმოაჩინოს ასეთად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება, მალე დაეხშოს ემოციები, რაც უკანასკნელ პერიოდში მცირე ჯგუფის მიერ იქნა აზვირთებული. სულ რაღაც 2 კვირაში ვიხილავთ ახალ, განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 21 იანვრიდან კვლავ იქცევა სახალხო პარტიად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები