ენმ-ის გაყოფა

უგულავა: პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის მიხეილ სააკაშვილი

როდესაც თანამებრძოლებთან ერთად შექმნილ პარტიას თვითონვე დაანგრევ, ისმის კითხვა - გაქვს შენ ამის უფლება? კი, ბატონო, დღეს აქვს მას ამის უფლება. მე მასთან ჭიდაობაში და პოლემიკაში არ შევალ, იმიტომ, რომ დღეს ის პოლიტიკური დევნილია. ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება მანამ, სანამ ეს უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე. მაგრამ ამ მარაზმში, რა თქმა უნდა, ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მარაზმში თანამონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც ზუგდიდში მისი საუბარი მოვისმინე. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის გვერდით 1999 წლიდან მოვდივარ, იქ დამთავრდა. იმიტომ, რომ 1% შანსიც რომ არსებულიყო, (თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს ასეთი ფორმით და მეტყველებით შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება) იმ 99%-ს გვერდზე გადავდებდი და ამ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი. იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და გაუგებარი, აგრესიული უმრავლესობა პარლამენტში მოკალათებული.

მანვე არ დატოვა, სამწუხაროდ, ერთიანობის 1%. დიახ, პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი. ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა. მაგრამ ამით ჩვენ უნდა დავამთავროთ ამაზე საუბარი. მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი. მე გული მტკივა იმიტომ, რომ მჯეროდა, თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, რომელსაც დღეს სხვაგან ვხედავ, ჰქონდა იმის განცდა, რომ საერთო ინტერესს გამოვნახავდით, საერთო ინტერესი არის ქვეყანა.  მაგრამ არ ვაპირებ ენის მოჩლექას და თავის დამცირებას, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას წერს და რას პრუტუნებს. აღარ არის ენის მოჩლექის დრო, უნდა გავიაროთ ეს გზა და მივხედოთ რეალურ საქმეებს. რეალური საქმე არის, როდესაც ეკონომიკა კოლაფსშია, როდესაც კრიმინალი იზრდება და კაციშვილი პატრონი ქვეყანას არ ჰყავს.

გიგი უგულავა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები