ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვაშაძე ენმ-ის ყრილობაზე: ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ

ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენ მხარეზე; იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენ დაწესებულ დროშას სწევენ დღეს, თქვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენ ინსტიტუციებში სხედან, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვდოთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო. დღეს, ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის. სალონური თამაშები უნდა მოვრჩეთ და ყველა რეგიონში ყველა კარი უნდა შევაღოთ და ვუთხრათ, რომ ვიცით რა უჭირს. მართლა ვიცით. ვიცით, რომ ამ ადამიანებს მობეზრდათ ვითომ ოქსფორდში და ვითომ ჰარვარდში ნასწავლი ვითომ ციტატებით შეჯერებული ცალყბა დაპირებები.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დელეგატებს მიმართავს.

კომენტარები