გია ცერცვაძის საქმე

პარშინი ცერცვაძეზე: გმირებს, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ, ვერ გადავცემთ საერთო მტერს

[გია ცერცვაძის] დაკავება არ არის ერთადერთი შემთხვევა. ასეთი რაღაცები საერთოდ არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებული. ამიტომაც, ყველა მსურველი და მეომრები ორგანიზებას ვუწევთ აქციებს, სადაც ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და მყარ პოზიციას, რომ სამართალდამცველთა ორგანოების მხრიდან ასეთი ქცევა დაუშვებელია. ეს არა მხოლოდ მეომრების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის მყარი პოზიციაა. გმირებს, რომლებიც ჩვენს დასაცავად მოვიდნენ, ჩვენ ვერ გადავცემთ ჩვენს საერთო მტერს. ეს ღალატია. ამიტომ, მე ძალიან მინდა, რომ თქვენ იცოდეთ, ყველა ძალას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გიორგი [ცერცვაძე] არ გადასცენ რუსეთს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს

უკრაინის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მრჩევლის, კონსტანტინ პარშინის პოზიცია ქართველი ვიცეპოლკოვნიკის, გია ცერცვაძის, უკრაინაში დაკავებასა და რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ

კომენტარები