გია ცერცვაძის საქმე

ტატიანა ცერცვაძე ქუცნაშვილზე: დიდი სირცხვილია ასეთი განცხადების გაკეთება

არ ვიცი, რა ვუწოდო ამას. მე ერთი რამ ვიცი - ჩემი ქმარი არ არის მკვლელი, ჩემი ქმარი არის ჯარისკაცი. ჩემი ქმარი იცავდა თავის სამშობლოს და ჩემი ქმრისნაირებმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც დაიცვეს თავისი სამშობლო და დღევანდელ დღემდე აქვთ მოტანილი. დღეს კი, ეს ხალხი აი, ამ ქვეყანას, ამ სამშობლოს უდგას სათავეში, ასეთი განცხადების გაკეთება, მე მგონი, არის დიდი სირცხვილი

გია ცერცვაძის მეუღლე, ტატიანა ცერცვაძე, უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ მკვლელების საკითხზე.

კომენტარები