ე.წ. კოკაინის საქმე

ელისაშვილი: ეკა ბესელიას ქუსლების ქვეშ არის გათელილი სასამართლო

სასამართლომ ჩამაბაროს ოფიციალურად, დღეს რაც იბოდიალა, სამარცხვინო რაღაცები, მოსამართლე კუჭავამ, ურთმელიძის სულიერმა დამქაშმა. რომ ჩამაბარებენ, რა თქმა უნდა, სააპელაციოში გავასაჩივრებ. ჯიბეში ჩაისვა ხელისუფლებამ სასამართლო. რახან ჩემი საქმე იყო, მაგიტომ კი არა. ეკა ბესელიას ქუსლების ქვეშ არის გათელილი სასამართლო სამწუხაროდ. ხალხს უნდა აჩვენონ, რომ ვინმე "ქართული ოცნების", მათ შორის საყოველთაოდ აღიარებული მექრთამის, ბესელიას წინააღმდეგ თუ რამეს იტყვის, ისე მოექცევიან, რომ პროკურატურა არაფერს დაადასტურებს, სასამართლო უარყოფას დააკისრებს და ვითომ მე ამით უკან დამახევინებენ. ნურას უკაცრავად, როგორც ერთი ტიპი იტყოდა. ვერც უკან დამახევინებენ და ვერც ვერაფერზე ამაღებინებენ ხელს

ალეკო ელისაშვილის კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას სარჩელი მის წინააღმდეგ. ელისაშვილს ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები