ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: ვიზალიბერალიზაცია პასუხისმგებლობაა

პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას ძალიან კარგი დღე. ეს არის ნაბიჯი ევროპული საქართველოსკენ, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს გზა გავაგრძელოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო დაბრუნდეს იმ წიაღში, სადაც ჩვენი ადგილი იყო და იძულებით დაგვაშორეს. რასაც ჰქვია წარმატებული, ღირსეული ერების ოჯახი, რაც არის ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე და რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

კომენტარები