სირია

მარშანია სირიაზე: იმდენად გადახლართულია იქ ყველაფერი, მიძნელდება რამის თქმა

იმდენად გართულებული და გადახლართულია ყველაფერი ამ სირიაში, რომ უკვე ძალიან მიძნელდება რამის თქმა. მთავარი, ყველაზე მიუღებელი, მძიმე და ცუდი არის ის, რაც იქ მშვიდობიან მოსახლეობას ემართება. ყველამ ვნახეთ ის უმძიმესი კადრები, პატარა ბავშვების, სოხუმის მერე ასეთი კადრები მე არ მინახავს. შეუძლებელია ამის მოთმენა. რამდენი წელია ეს დაუმთავრებელი კონფლიქტი მიმდინარეობს. მთელი მსოფლიო ამას აკვირდება და ვერაფერს აკეთებს, რომ ეს საშინელება გაჩერდეს. მე როგორ შევაფასო ამერიკამ სწორად დაბომბა, არასწორად დაბომბა... ეტყობა იყო ამის საფუძველი და ბოლოს და ბოლოს რამდენი წელია იქ იბომბება რაღაც ობიექტები, ხან ამერიკის მხრიდან, ხან რუსეთის, მაგრამ ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, მიეტანა საჰაერო იერიში სირიის სამთავრობო ძალებზე.

კომენტარები