ოკუპირებული ტერიტორიები

სააკაშვილი: მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს მტერს ფეხქვეშ გაეგენ

ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ "მოსკოვის რაიონი" დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი.

მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორგობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს Facebook-ში ეხმაურება.

კომენტარები