კორუფცია

აბესაძე: მოსახლეობის პრობლემის მოგვარების ნაცვლად, საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავენ

გაფლანგული მილიონები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს, დაუსაბუთებლად გაზრდილი საშტატო რიცხოვნობები და იქ დასაქმებული პარტიული აქტივისტები, კორუფცია, ნეპოტიზმი, რომელზეც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, რასაც ადასტურებს მთავარი აუდიტორი. 2016 წლის წლიურ ანგარიშში მოყვანილია ის ფაქტები, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს. განსაკუთრებით, ტოტალურად არიან ჩაფლული კორუფციაში თვითმამმართველობის ორგანოები, რომლის არჩვენებიც მოახლოებულია. მოსახლეობის პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ტოტალურად ხდება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, ბიოროკრატიის გაბერვა და იქ ფუფუნებაზე თანხების ხარჯვა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე საბიუჯეტო ხარჯებზე

კომენტარები