მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: სააკაშვილისნაირ შთამბეჭდავ და მასშტაბურ პერსონას მეორეს არ ვიცნობ

სააკაშვილს შევხვდი ნიუ იორკში. არ ვიცი მერამდენედ, არ დამითვლია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ და მასშტაბურ პერსონას მეორეს არ ვიცნობ. აქვე აღვნიშნავ, შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ მასშტაბს ვერ ხედავდე და არ აღიარებდე - ან პერსონალური სიძულვილისგან თვალებდაბინდებაა, ან გონებასუსტობა.
უკრაინას რაც შეეხება, ისეთი თვალებანთებული და თვითდარწმუნებული მელაპარაკა, კარგა ხანია ასეთი არ მინახავს. აშკარად საჩუქრი გაუკეთა პოროშენკომ და არ იცის. ჯერ, ყოველ შემთხვევაში და არ გამოვრიცხავ, მალე გაიგოს 

რუსთავი ორის გენერალური დირქტორი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს საკუთარ facebook-ზე აქვეყნებს.

კომენტარები