მაიკ პენსის ვიზიტი

პენსი საქართველოზე: დადგება დღე, როდესაც ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავთ

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვაკეთებთ იმ დღიდან, როცა 2008 წელს რუსულმა ტანკებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რითიც საქართველოს გავაძლიერებთ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს

აშშ-ის ვიცეპრემიერი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას

კომენტარები