ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: მოსახლეობაზე ერთბაშად არ აისახება, მაგრამ ეკონომიკაში ჯანსაღი ტენდენციაა

28.5%-ით გაიზარდა წელს ექსპორტი. ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს უკვე - 6.5 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა. გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა და ეს არის რა თქმა უნდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4.7%-ს. არის მართლა ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში არის, არის ძალიან ჯანსაღი

მთავრობის სხდომაზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები