ვოლსკი: სააკაშვილის აქტივობები ნებსით, თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესს ემსახურება

ძალიან რთული სიტუაციაა უკრაინაში. ომია რეალურად, აღმოსავლეთ ფრონტია გახსნილი სერიოზული. არც უკრაინის ხელისუფლება მალავს, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვთ, ეკონომიკურიც, სოციალურიც. კორუფცია არის, რაც სახელმწიფოებრიობას ანგრევს, მაგრამ გზა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სთავაზობს, არის, რომ ამ პრობლემების გამოყენებით შექმნას გარემო, რომელშიც შიდა დაპირისპირება მოხდება. ეს მისი გეგმებია და ვფიქრობ, ეს სერიოზულად შეარყევს უკრაინას. ჩვენთვის, რასაკვირველია, უკრაინის სტაბილურობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ის ჩვენი სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია, არ გვაწყობს დესტაბილიზაცია უკრაინაში. სააკაშვილი ამის ოსტატია და თავისი ოსტატობის ამ მიმართულებით გამოყენებას ლამობს. ვნახოთ, როგორ დამთავრდება. მე ვფიქრობ, რომ დააშავა ერთხელ, მეორედ. ვფიქრობ, რომ მისი ეს აქტივობები, მისი ეს ძალისხმევა ნებსით, თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესს ემსახურება

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ, სააგენტო უნტერპრესნიუსთან საუბრისას.

კომენტარები