ინციდენტი კლუბ ბასიანთან

BASSIANI-ს ინციდენტში ბრალდებულის მამიდა: თუ დაზარალებული თაზოს გაიცნობს, შეუყვარდება

გადავიკითხე ნაჯა ორაშვილის ვოლზე ყველა ის პოსტი, რომელიც 13 იანვარს კლუბ ბასიანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და რომლის "მთავარი გმირი" ჩემი ძმიშვილი - თაზო ქვლივიძეა.

მე მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება... ის არც მკვლელია და არც მოძალადე! ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია... ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით, რა მნიშვნელობა აქვს... გთხოვთ, იყავით კორექტული და ნუ გადადიხართ ზღვარს... ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია... ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება...

თამაზ ქვლივიძის მამიდა თამარ ქვლივიძე. 13 იანვარს კლუბ ბასიანთან თამაზ ქვლივიძემ კლუბის დაცვის 2 წევრსა და 1 პოლიციელს დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კლუბის თანადამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ გათავისუფლება ბრალდებულის ოჯახის პრივილეგირებულ მდგომარეობას უკავშირდება

კომენტარები