აუდიტის სამსახური

იმნაძე: ვაქცინას გართულება არ ჰქონია, აუდიტმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა

საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია, არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია, ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა... ეს ვაქცინა თუ არ გაიკეთა ადამიანმა, მოკვდება, ვინაიდან ცოფი არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ამ ვაქცინით ვინც აიცრა, არც ცოფი დამართნია და არც რეაქცია ჰქონია.

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტაციის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.

კომენტარები