აუდიტის სამსახური

აუდიტი: 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

ანგარიშის მიხედვით, დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. 

"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი".- აღნიშნულია ანგარიშში. 

კომენტარები