საპარლამენტო უმრავლესობა

ფოფხაძე: ირაკლი კობახიძეს უნდა, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს

ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – "აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ". ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა. სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს.

კომენტარები