სუს-ის ანგარიში

ბაქრაძე: სუს-ის ანგარიში და რეალური ვითარება განსხვავდება ერთმანეთისგან

სუს-ის ანგარიში და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტერორიზმთან, რუსულ პროპაგანდასთან, ადამიანების გატაცებასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის ნაცვლად, დღეს სუს-ი ძირითად რესურსს ხარჯავს ოპოზიციის თვალთვალზე და პოლიტიკური ოპონენტების კონტროლზე. მთავარი პრობლემა არის ფუნდამენტური სხვაობა იმას შორის, რაც წერია ანგარიშში და რაც ხდება ქვეყანაში, მაგალითად სუს-ის ანგარიშში სრულიად სამართლიანად საფრთხედ არის შეფასებული რუსული პროპაგანდა საქართველოში და ამ დროს ვხედავთ რომ საქართველოში გაჩნდა ახალი რუსული პროპაგანდისტული არხი გაზპრომის შვილობილის სახით. ამ ანგარიშში სამართლიანად წერია, რომ ტერორიზმი არის საფრთხე საქართველოში და ვხედავთ რომ თბილისში თვეების მანძილზე გაურკვევლად, დაუსჯელად გადაადგილდებოდა ჩატაევი თავის თანამებრძოლებთან ერთად. ანგარიშში საერთოდ არ წერია, მაგალითად ოპოზიციაზე თვალთავლი და მიყურადება და ამ დროს ვხედავთ, რომ რეალურ ცხოვრებაში სწორედ ამითია სუს-ი დაკავებული, ამიტომ არსებობს ძალიან დიდი განსხვავება იმას შორის, რაც წერია სუს-ის ანგარიშში და რითიც არის ის დღეს დაკავებული

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის კომენტარი საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის ანგარიშზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ანგარიში პარლამენტში დღეს წარადგინა.  

კომენტარები