მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 600,000-მა მიმართა ლომბარდს, ათასობით ახალგაზრდა სწავლის ფულს ვერ იხდის

ჩვენ საერთოდ სხვა დისკურსს გვახვევენ თავზე, თქვენ ლაპარაკობთ შსს მინისტრზე, პრემიერმინისტრზე, მაგრამ ქვეყანას არ ჰყავს არც მთავრობა და არც პრემიერმინისტრი, მთელი ქვეყანა იმართება ერთი ოჯახის კაპრიზებით, ერთ დღეს ბერა დაწერს რაღაცას, და ამ დროს მთავრობის მაღალჩინოსნები კრიშავენ სასიკვდილო ნარკოტიკებით ვაჭრობას. ეს არის ფაქტი, და ამას ეწირება ჩვენი ახალგაზრდობა. მეორე დღეს ხალხმრავალი კლუბების დარბევის ბრძანებას იძლევიან. პარასკევს საღამოს, როდესაც არის ადამიანი გასართობად მისული დაარბიეს. მაშინ როდესაც ცნობილია ბარიგების მისამართები და შეგიძლია დაიჭირო ისინი და საზღვარზე ჩაკეტო. არაფერ შუაში არ არის კლუბი და მომხდარიდან მესამე დღეს ის ადამიანები ვინც კლუბების დარბევის განკარგულება გასცა იძლევიან ნარკოტიკების ლეგალიზების დაპირებას. 

ეს ხდება იმ ფონზე, რომ ივანიშვილის ქონებამ მოიმატა ორი მილიარდით, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობა ღარიბდება, პერსპექტივას უკლავენ ახალგაზრდობას, უსპობენ სამუშაო ადგილებს, იღებენ საპენსიო რეფორმას, რომლითაც ახალგაზრდებს პრესპექტივაც კი ესპობათ დასაქმების, მრავალ ათას ადამიანს შეჩერებული აქვს სწავლის გადასახადი შესაჩერებელი, 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ, ვინ ლომბარდს მიმართა ნახევაზე მეტი ახალგაზრდა იყო

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს სააკაშვილი

კომენტარები