17 მაისი

გახარია: რაღაცნაირად შევძელით, 17 მაისს გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა

ყველაფერი კონტექსტურად უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ, კარზე გვედგა 17 მაისი, რომელიც არ არის მარტო მთავრობის გამოწვევა, ჩვენი ყველას გამოწვევაა, საზოგადოების. ჩვენ რაღაცნაირად შევძელით, 17 მაისს გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა თქვენთან ერთად. იძულებული ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენს საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებაში, ასევე გამოხატვის თავისუფლების ცოტა უფრო აგრესიული ფორმები ერთდროულად დაგვებალანსებინა, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი, რისი სამართლებრივი უფლებაც, რა თქმა უნდა, პოლიციას გააჩნია და არც ერთ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში უმცირესობის დეპუტატის ელენე ხოშტარიას კითხვაზე, 14 მაისს ნეოფაშისტურ ჯგუფებს რატომ უთხრა, რომ შეეძლოთ კონტრაქციაზე დარჩენილიყვნენ, ხოლო აქციის "შენი თავისუფლებისთვის" მონაწილეებს პოლიცია 4 საათის განმავლობაში გაიყვანდა რუსთაველის გამზირიდან.

კომენტარები