საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქის მდივანი გვარამიას: განცხადების ტექსტი პატრიარქს ხუთჯერ წავუკითხეთ

ტელევიზიის ხელმძღვანელს რატომღაც ჰგონია, რომ ეს წერილები იბეჭდება სადღაც სხვაგან. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან

განუცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პირველ არხს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების პასუხად, რომ პატრიარქს საპატრიარქოს სახელით გამოქვეყნებული განცხადება არ უნახავს

კომენტარები